თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2023, 02:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 750,
კომენტარები: 4
ყატარელმა შეიხმა პირველი შეთავაზება გააკეთა
შესაძლოა კლუბი სულ მალე გაიყიდოს.
ყატარელმა შეიხმა პირველი შეთავაზება გააკეთა
"გლეიზერების" ერა "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლოა სულ მალე დასრულდეს, ინლგისური გიგანტის აქციების შესაძენად მსოფლიოში ერთ ერთი უმდიდრესი ადამიანი იბრძოლებს.

საქმე ეხება კატარის ერთ-ერთ შეიხს ჯასიმ ბინ ჰამად ალ თანის, რომელიც ასევე გახლავთ კატარის ისლამური ბანკის პრეზიდენტი, ჰამად ალ თანიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძენად პირველი ოფიციალური განაცხადი უკვე შეიტანა. ამის შესახებ RMC Sport წერს.

შეიხი ინგლისური კლუბის აქციების 100% ით გამოსყიდვას გეგმავს ამერიკელი ძმებისგან, რათა "წითელ ეშმაკებს" ძველი დიდება დაუბრუნოს, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ", რადგან თავად მყიდველი კლუბის დიდი ხნის გულშემატკივარია. გამოსასყიდი თანხის ოდენობამ შეიძლება დაახლოებით 4,5 მილიარდი ევრო შეადგინოს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონი 2013 წელს გახდა. გუნდს მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი ლიდერობს, პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაში ამ ეტაპზე ისინი მესამე პოზიციას იკავებენ.
ჭორები
4 კომენტარი
№1
ავტორი: bendzela
18 თებერვალი 2023 08:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ეს უკვე სერიოზული განაცხადია , ბრიტანელმა მილიარდერმაც გუშინ გააკეთა შეყავაზება და საინტერესოა როგორ განვითარდება მობლენები
0
№2
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2023 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
mgoni gveshvela
0
№3
ავტორი: Old Red Devil
19 თებერვალი 2023 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
აი,იალა იალააა.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2023 12:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭირდება გუნდს ახალი მფლობელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top