ევროპა ლიგის 1/16-ფინალის მატჩში ინგლისურმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად კატალონიური "ბარსელონა" ვერ დაამარცხა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან.
ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობიდან პირველი გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა, რომელმაც მახვილი კუთხიდან მარკ ანდრე ტერ შტეგენის კარის ახლო კუთხეში წარმატებული გასროლა განახორციელა.
"ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დავმარცხდით. გაშვებული გოლის შემდეგ ძალიან კარგად დავბრუნდით თამაშში.
პირველი ტაიმი ალბათ მათი იყო, თუმცა პირველ 45 წუთში შანსებიც შევქმენით, მეორე ტაიმში კი ორჯერ გავიტანეთ და მეტის გატანა შეგვეძლო", - ციტირებს რეშფორდის სიტყვებს BT Sport.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.