ევროპა ლიგა მოახლოებულია, ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება სულ მალე აიღებს სტარტს.
შესანიშნავ ფორმაში მყოფი, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები ასევე კარგ ფორმაში მყოფ ხავის "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.
პირველი შეხვედრა 16 თებერვალს, "კამპ ნოუზე" გაიმართება. განმეორებითი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" ერთი კვირის შემდეგ.
"ყოველთვის მომწონდა ჩავი, როგორც ფეხბურთელი და ახლა მომწონს ფეხბურთი, რომელსაც მისი გუნდი თამაშობს.
მან გუნდში თავისი ფილოსოფია მიიტანა. ახლანდელი "ბარსელონას" შემტევი თამაში შთამბეჭდავად გამოიყურება.
ვფიქრობ, ჩვენ მსგავსად, "ბარსელონასაც" ერჩივნა ამ მატჩის ფინალში თამაში. ვიმედოვნებ, რომ ყველა მოთამაშე საუკეთესო ფორმაში მოვა ამ ბრძოლის გასამართად, რათა ეს ყველაფერი ძალიან მოეწონოს მაყურებელს", - თქვა ტენ ჰაგმა მატჩისწინა ინტერვიუში.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.