მოპოვებული სამი ქულა და სატურნირო ცხრილის დამაჯერებელი მესამე ადგილი, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 23-ე ტურში "წითელმა ეშმაკებმა" "ლიდსი" ანგარიშით 0-2 დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად ჟურნალისტებს ერიკ ტენ ჰაგი გაესაუბრა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ერთიანი შეკრული გუნდი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპაში ერთადერთი კლუბია, რომელიც ოთხ ტურნირში მონაწილეობს.
ჩვენ ვიყენებთ მთელი გუნდის რესურს თითოეულ ტურნირზე, თითოეულ მოთამაშეს გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეაქვს", - იუწყება ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Utd Plug.
23 მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 46 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.