როგორც უკვე მოგეხსენებათ ყველაზე საშინელი პერიოდი მეისონ გრინვუდის ცხოვრებაში დასრულებულია, "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ინგლისურმა სასამართლომ გაამართლა და ყველა ბრალდება მოუხსნა.
სპორტული პრესა ალაპარაკდა მის მომავალზე, თუ რას იზამს ინგლისური გრანდი მეისონთან დაკავშირებით.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ისინი საკუთარ გამოძიებას ჩაატარებენ და საბოლოო დასკვნის საფუძველზე 21 წლის გრინვუდის მომავალზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
Mirror Football-ის ცნობით, ტენ ჰაგი მეისონს უკვე დაუკავშირდა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვს ჰოლანდიელ სპეციალისტს ფეხბურთელთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ გრინვუდმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 129 მატჩი ჩაატარა, სადაც 35 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.