ინგლისის პრემიერ ლიგის ოცდამეორე ტურის მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" წარმატებულად დასრულდა.
ერიკ ტენ ჰაგის თერთმეტეულმა დაძაბულ ბრძოლაში პატრიკ ვიეირას "კრისტალ პალასი" ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
ტაბლოზე ციფრი "წითელი ეშმაკების" სასარგებლოდ პირველივე ტაიმში გაიხსნა, ის ბრუნო ფერნანდეშმა ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დააფიქსირა.
მისთვის ეს უკვე მეთოთხმეტე გოლი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მაი****თ შესრულებული თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან პრემიერ ლიგის ეგიდით, ამ მაჩვენებლით კი ფერნანდეში დაეწია კლუბისთვის ისეთ ეპოქალურ ფეხბურთელებს როგორიც იყვნენ კრიშტიანუ რონალდუ, და ერიკ კანტონა.
ამ სტატისტიკით წინ მხოლოდ უეინ რუნი და რუდ ვან ნისტელროი იმყოფებიან, რუნი 20 გოლით ხოლო ნისტელროი 18.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.