ცხელი ზაფხულის მოლოდინში, ერიკ ტენ ჰაგი და მისი კლუბის მენეჯმენტი ცხელ სატრანსფერო სეზონს გეგმავს.
როგორც Fichajes-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ურუგვაელი ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე, რომელიც მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, "წითელი ეშმაკების" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
წყარო აღნიშნავს, რომ სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის ტრანსფერი ინგლისურ გრანდს 72 მილიონი ევრო დაუჯდება.
24 წლის ნახევარმცველს მადრიდულ გიგანტთან კონტრაქტი 2027 წლის შუა რიცხვებამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ვალვერდემ 20 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.