თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2013, 15:27
ავტორი: ViDa,
ნანახია: 1564,
კომენტარები: 9
სერ ალექსი გასულ მატჩზე რეალთან
ჩვენ არ ვიმსახურებდით ასეთ შედეგს
სერ ალექსი გასულ მატჩზე რეალთან
ექსკლუზიურ ინტერვიუში MUTV-სთან სერ ალექსმა ანალიზი გაუკეთა ჩემპიონთა ლიგის თამაშს მადრიდის "რეალთან" და ახსნა, თუ რატომ გაუშვა გუნდმა ორი გოლი ნანის მოედნიდან გაძევების შემდეგ. რა საკვირველია, გაძევებამ დიდი როლი ითამაშა, მაგრამ დაისმის კიდევ ერთი კითხვა, რატომ ვერ შეძლო "წითლებმა" ანგარიშის შენარჩუნება ათი ფეხბურთელით, მითუმეტეს, მაშინ როდესაც მადრიდელები თავის საუკეთესო თამაშს არ ატარებდნენ.

"სიმართლე გითხრათ, რთულია შეეგუა მარცხს, მაშინ, როდესაც ჩვენ, ამდენი ვიშრობეთ ორივე შეხვედრისთვის. ბიჭებმა მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს, გულშემატკივრების მხარდაჭერა კი წარმოუდგენელი იყო. ჩვენ, დაუმსახურებლად დავმარცხდით და ეს ფაქტია! როდესაც მსაჯმა წითელი ბარათი ამოიღო, ამის დაჯერება ძალიან გამიჭირდა. უბრალოდ თავშიც არ ეტევა. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მე მგონია, რომ ფეხბურთელები ისე იყვნენ შოკირებულნი, რომ მხოლოდ მაშინ მოვიდნენ აზრზე, როდესაც მეორე გოლი გაუშვეს. ამის შემდეგ გუნდი აღსდგა და არაჩვეულებრივი 15 წუთი ჩაატარა. ბიჭები შეუდარებელნი იყვნენ და მათ ნამდვილად შეეძლოთ ხუთი გოლის გატანა. გუნდისათვის, რომელიც ათი ფეხბურთელით თამაშობდა-ფანტასტიური გამოსვლა იყო."

"მორიგი შეცდომის გამო, გუნდი მწყობიდან 10 წუთით გამოვიდა. ფეხბურთელები, თითქოს ჭაობში იძირებოდნენ, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ეს რომ სამართლიანი გაძევება ყოფილიყო, ყველაფერი მწყობში იქნებოდა, რადან გუნდმა ტაკტიკურად არაჩვეულებრივად ითამაშა. ჩვენ, მოწინააღმდეგე გუნდისთვის ერთი შანსიც არ მიგვიცია იმისა, რომ გოლი გაეტანა და ასე შეგვეძლო გვეთამაშა ბოლო წუთამდეც. ყველა მათი თამაში განხილული იქნა ჩვენს მიერ და ვიცოდით მათი დადებით-უარყოფითი მხარეები. ვიზრუნეთ იმაზეც, რომ მათთვის შეგვექმნა უამრავი პრობლემა. რაიან გიგზის თამაშმა ძალიან გააწვალა "რეალის" მარცხენა მცველი, რადგან მან არ იცოდა, შეტევაში წასულიყო თუ დაცვაში დარჩენილიყო, რომელსაც აქტიურად ლაშქრავდა რაფაელი. ამასთან ერთად, ნანიმ არაჩვეულებრივად ითამაშა მარცხენა ფლანგზე ალვარო არბელოას წინააღმდეგ."

წყარო-Manutd.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
10 მარტი 2013 15:30
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ვიმსახურებდით თუ არა, მსაჯმა ყველასმაგივრად გადაწყვიტა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2013 15:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკვე აღარ მინდა ამ მატჩზე რამის მოსმენა... დღეს ჩელსისთან გავიმარჯვებთ და დავივიწყებთ ამ თემას
0
№3
ავტორი: Shako Jones
10 მარტი 2013 15:52
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მართლა ამდენი ვიშრომეთ და... ტფუი
0
№4
ავტორი: jandabiserti
10 მარტი 2013 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
:((((
0
№5
ავტორი: m-an-united
10 მარტი 2013 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
agaarminda gaxseneba cudad mxdis:|!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№6
ავტორი: love united
10 მარტი 2013 17:13
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძნელად გასახსენებელია,მართლია...მთავ
0
№7
ავტორი: UTD-Rule
10 მარტი 2013 17:41
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ორი თასი მაინც უნდა მოვიგოთ ამ სეზონში manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: buka oboladze
10 მარტი 2013 20:54
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ნუღარ ვიხსენებთ რა ბაბუ დაივიწყე, შემდეგ წელს მოვიგებთ აუცილებლად
0
№9
ავტორი: don_vini
11 მარტი 2013 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ურთულესია რა მართლა ამ მათცის შეგუებაა.საზიზგრობაა რააააააააააააააა cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top