თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2023, 16:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 983,
კომენტარები: 5
ყველასთვის მოულოდნელად
ვარანმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ყველასთვის მოულოდნელად
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა საერთაშორისო სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

29 წლის ფეხბურთელი ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთის ნაკრებში საკუთარი სურვილისამებრ აღარ ითამაშებს.

რაფაელმა გადაწყვიტა ფოკუსირება საკლუბო ფეხბურთზე მოახდინოს. შეგახსენებთ, რომ მცველის დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში 2013 წლის მარტში შედგა და მას შემდეგ გუნდში 93 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთადაღებული.

ვარანის საერთაშორისო კარიერის დაგვირგვინება იყო 2018 წლის რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება. ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიდიე დეშამის შეგირდები კი ვერცხლის მედლებით შემოიფარგლნენ.

შეგახსენებთ, რომ ვარანი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებულია. ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
2 თებერვალი 2023 17:04
  • სიახლეები: 2843
  • კომენტარები: 3899
სავარაუდოდ საკლუბო ფეხბურთს ითამაშებს დიდხანს, ძალების დაზოგვის გადაწყვეტილება მიიღო. უბრალოდ ორ ფრონტზე აღარ იბრძოლებს, სადღაც ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

მემგონი გრინვუდი მალე დაგვიბრუნდება, ყველა ბრალდება მოეხსნა
0
№2
ავტორი: Methadon
2 თებერვალი 2023 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ციტატა: Svanchester
სავარაუდოდ საკლუბო ფეხბურთს ითამაშებს დიდხანს, ძალების დაზოგვის გადაწყვეტილება მიიღო. უბრალოდ ორ ფრონტზე აღარ იბრძოლებს, სადღაც ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

მემგონი გრინვუდი მალე დაგვიბრუნდება, ყველა ბრალდება მოეხსნა

შენს პირს შაქარი ძმაო, ეგ თუ დაბრუნდა მაგისგან ერიკი მკვლელ ცხრიანს გამოჭედავს. ვერ ერთი შემტევი ისე ვერ თამშობს ორივე ფეხით როფორც ეგ. გუშინ რამდენჯერ ქონდა ენტონის მომენტი და სულ მარცხენაზე გასწორებას ცდილობდა და მანდ ახევდნენ. აი მეისინი მკვლელია. ეგ დაჟე ოლეს ხელშიც ყველაზე გამოსარჩევი იყო შეტევაში და ჯორმალური მწვრთნელის ხელში რა იქნებოდა წარმოიდგნინე.
0
№3
ავტორი: Malboro463
2 თებერვალი 2023 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5866
კარგი თაობა ყავს საფრანგეთს არ გაუჭირდებათ ჩანაცვლება
0
№4
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2023 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11508
dzalian kargi:))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2023 14:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11132
მაგრად გამიკვირდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top