პირველად ხუთი წლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ლიგის თასის ფინალში ითამაშებს.
უტიტულო წლები რომელსაც შესაძლოა ბოლო გუნდის ნიდერლანდელმა მენეჯერმა ერიკ ტენ ჰაგმა მოუღოს.
"ოლდ ტრაფორდელები" ფინალში ახალგამდიდრებულ "ნიუკასლს" დაუპირისპირდებიან. მანამდე კი ლუკ შოს კომენტარს შემოგთავაზებთ გუშინდელი გამარჯვების შემდეგ.
"ეს რაღაც განსაკუთრებულია. კარგ ფორმაში ვართ, საზოგადოების, გულშემატკივრების მოწონებასაც ვგრძნობთ.
ველოდებით ფინალს, უნდა გავიმარჯვოთ, რადგან სხვაგვარად აზრი არ აქვს. მანამდე კი სხვა მნიშვნელოვანი თამაშები იქნება", - ციტირებს ინგლისელი ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports-ი.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.