მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ჭორები კლუბიდან შვედი ცენტრალური მცველის ვიქტორ ლინდელოფის წასვლის შესახებ, დღეს სრულიად საპირისპირო სიახლე გავრცელდა.
სკანდინავიელი უკანახაზელი "ოლდ ტრაფორდზე" რჩება, ამის შესახებ ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში განაცხადა.
მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მადრიდის "ატლეტიკოსა" და მილანის "ინტერის" 28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესის შესახებ.
ლინდელოფი "წითელი ეშმაკების" ფერებს 2017 წლის ზაფხულიდან იცავს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი და ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.