მიმდინარე სეზონში მარკუს რეშფორდი ფანტასტიკურ სათამაშო ფორმას აჩვენებს თუმცა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ფეხბურთელის პროგრესს მის საქმიანობასთან არ აკავშირებს.
"მე არ ვარ ჰარი პოტერი. ეს მხოლოდ ნდობის საკითხია. ყველა მოთამაშეს სჭირდება თავდაჯერებულობის მოპოვება, ამისათვის თქვენ თავად უნდა იბრძოლოთ.
რა თქმა უნდა, მე და ჩემი თანამშრომლები ვმოქმედებთ სტრუქტურაზე, განსაკუთრებით თამაშის კუთხით. რაშფორდს რამდენიმე ვარჯიში ჩავუტარეთ, რათა უკეთ შეძლოს საკუთარი თავის წარმოჩენა. მაგრამ მისი თამაში მხოლოდ მასზეა დამოკიდებული", - განუცხადა ტენ ჰაგმა ჟურნალისტებს "რედინგთან" გასამართი სათასო მატჩის წინ.
მიმდინარე სეზონში მარკუს რაშფორდმა 29 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.