ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სულ რამოდენიმე დღეში ოფიციალურად დაიხურება, მანამდე კი ერიკ ტენ ჰაგის გუნდი საკუთარ გეგმებს აწყობს.
დიდი ალბათობით ინგლისური გრანდის შვედი ნახევაცველი ენტონი ელანგა და გარემარბი ფაკუნდო პელისტრი გუნდს დროებით სეზონის ბოლომდე დატოვებენ.
20 წლის და 21 წლის ფეხბურთელები სათადარიგო სკამის ხშირი წევრები არიან, ამიტომ კლუბი სიამოვნებით მოისმენს მათ შესახებ შეთავაზებებს, იუწყება Sky.
თუმცა, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა მოთამაშეების კონტრაქტებს კლუბის საკუთრებაში დატოვებს - განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს და უზრუნველყონ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მათთვის.
ცნობილია, რომ იუნაიტედმა ორივე თავდამსხმელისთვის რამდენიმე შეთავაზება უკვე უარყო.
ენტონი ელანგამ პრემიერ ლიგის 13 მატჩში ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, ფაკუნდო პელისტრი კი მხოლოდ სათასო მატჩებში მონაწილეობდა.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.