დუშან ვლაჰოვიჩი რეგულარულად ხდება სატრანსფერო ჭორების საგანი.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესები მართლა არსებობს თუმცა მისი სახელი და გვარი სატრანსფერო სიიდან ინგლისურმა გრანდმა ამოიღო.
"იუვენტუსის" თავს ბოლო დროს დამტყდარი ამბები რომელიც სატურნირო ცხრილში 15 ქულის ჩამორთმევით დაფიქსირდა, ტურინულ კლუბს ფინანსური სირთულეებს უქადის.
ამ შემთხვევაში კი 22 წლის სერბის სხვა რომელიმე კლუბში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ჩანს.
დუშანს ბევრ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედსაც". თუმცა, როგორც ცნობილი გახდა თავდამსხმელისთვის "წითელი ეშმაკები" არ იბრძოლებენ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
Express-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ ხედავს დუშან ვლაჰოვიჩს შესაფერის ვარიანტად, განსაკუთრებით მარკუს რაშფორდის ფორმისა და უაუთ ვეგჰორსტის დამატების შემდეგ.
სერბ შემტევ ძალას transfermarkt-ის ექსპერტები 80 მილიონ ევროდ აფასებენ.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.