თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2023, 07:52
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 704,
კომენტარები: 4
ტენ ჰაგი: "მისი თამაშით კმაყოფილი ვარ"
ბოსმა ბრაზილიელი დაიცვა.
ტენ ჰაგი:
მიუხედავად იმისა რომ ბრაზილიელი მარჯვენა გარემარბის ანტონის ბოლოდროინდელი მატჩები გულშემატკივართა ნაწილში კმაყოფილებას ნამდვილად ვერ იწვევდა, საპირისპირო აზრის აღმოჩნდა თავად გუნდის დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი.

"ვფიქრობ, მან მართლაც კარგად ითამაშა, მეტოქისთვის საფრთხის შემცველი იყო, ხაზებს შორის მოქმედებდა, ფიზიკურადაც კარგი იყო და მოწინააღმდეგეზეც ზემოქმედებდა.

მას უნდა გაეტანა იმ ერთ-ერთ მომენტში, ის შესანიშნავი კომბინაცია იყო! ჩვენ მეტად უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი, გვჭირდება მეტი შეტევითი დინამიკა და ამაზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია.

დღეს ანტონის მიერ მონაწილეობა მიღებული ძალიან კარგი შანსები ვნახე, ისევე როგორც წინა თამაშებში, ამიტომ მისით ბედნიერი ვარ.

მნიშვნელოვანი იყო შესვენებამდე ორი გოლის გატანა, რადგან ეს გუნდს სიმშვიდეს მისცემდა. სწორედაც მეორე გოლი იყო შესანიშნავი შესრულება ანტონისგან და შესანიშნავი დასრულება ვეგჰორსტის მიერ.
ის თავდამსხმელია, და სწორედ ამიტომაც ავიყვანეთ გუნდში",
- განაცხადა დასასრულს ბოსმა.

ერიკმა ასევე უპასუხა შეკითხვას, განახორციელებს თუ არა შემადგენლობის როტაციას ნახევარფინალის მეორე მატჩისთვის.

"დღევანდელი დღის შემდეგ რამდენიმე იდეა მაქვს. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ეს თამაში და შევამოწმოთ ჩვენი გეგმები, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ "რედინგისთვის" და გვქონდეს კარგი თამაშის გეგმა მათ წინააღმდეგ.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
27 იანვარი 2023 07:56
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ვაცალოთ ანტონის დადებს შედეგებს ეს ბიჭი. ზოგადად რეშფორდის, მწვრთნელის და გუნდის გამო მოხარული ვარ ვპროგრესირებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
1
№2
ავტორი: ikeoni
27 იანვარი 2023 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
sheidzleba axla araa sauketeso formashi magam dzalian didi potenciali aqvs ro iyos magali donis motamashe ravi me maqvs am bichis imedi
0
№3
ავტორი: ManchesterU
27 იანვარი 2023 09:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
შეუძლია შეუძლია ამ კაცს რომ გახდეს ძალიან მაგარი, ამასაც და სანჩოსაც მთავარი არ დავარდნენ ფსიქოლოგიურად და საერთოდაც ტენჰააგის ადგილზე შემდეგ თამაშში ნოტინგემთან, ვცდიდი მარცხნივ სანჩოსი წინ რაშის და მარჯვნივ ანტონის დაყენებას. უბრალოდ ვერ ვიჯერებ რაშფორდს რომელსაც ყველაფერი აქვს აბსოლუტურად, სიმაღლე, ფიზიკურობა, ფეხებზე დგომა, სისწრაფე, დრიბლინგი ძლიერი დარტყმა როგორ ვერ უნდა ჩამოყალიბდეს მკვლელ ცხრიანად, მაგიჟებს ეს ფაქტი რა wink wink wink
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2023 08:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეუძლია და მოუმატებს უფრო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top