ალბათ კარიერის მანძილზე საუკეთესო ფორმაში იმყოფება, ინგლისელი ბოლო პერიოდია მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს, საუბარია მარკუს რეშფორდზე რომელიც "იუნაიტედის" შეტევის ხაზში ყველაზე გამორჩეული და საუკეთესოა.
აღნიშნულზე გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კლუბის ნიდერლანდელმა მენეჯერმაც ისაუბრა, ერიკ ტენ ჰაგმა საკუთარი შეგირდი შეაქო.
"მარკუსმა მატჩის დასაწყისში შესანიშნავი გოლი გაიტანა. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და პროგრესით. რაშფორდი მატჩიდან მატჩში იზრდება.
მარკუსის შეკავება ძნელია, თუ სწორ პოზიციებზე დააყენებ. მას შეუძლია მოედანზე არარეალური რამ გააკეთოს" , - განაცხადა დასასრულს ტენ ჰაგმა
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი " ნოტინჰემსა" და " იუნაიტედს" შორის 1 თებერვალს, მანჩესტერში," ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება. გუშინდელი დაპირისპირება კი" წითლებმა" დამაჯერებელი ანგარიშით 0-3 მოიგეს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.