ნიდერლანდურ გამოცემა "AD"-თან ინტერვიუში ვოუტ ვერგჰოსტმა აღიარა, რომ იჯარის დასრულების შემდეგ "იუნაიტედში" დარჩენა სურს.
"მე გავაკეთე ის რაც უნდა გამეკეთებინა გუნდისთვის-ვეხმარებოდი ჩემს თანაგუნდელებს"-თქვა ნიდერლანდელმა. "ზოგჯერ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ზოგჯერ არც ისე.შემიძლია ვითამაშო ზეწოლის ქვეშ, მაგრამ, სამწუხაროდ ხშირად არ ვიღებდი ბურთს იქ, სადაც საჭიროა-საჯარიმოში".
"ფეხბურთში ყველაფერი საკმაოდ ადვილია-ფეხბურთელი ფასდება მისი გოლებით, მე კი სათამაშო დრო გოლებად უნდა ვაქციო. ჩემს კარიერაში ყოველთვის ვცდილობდი ერთიდაიგივე გამეკეთებინა-გამეტანა. ახლა უკან ორი თამაში მაქვს და არც ერთი გოლი. თუ ჩემი შესაძლებლობები ხელიდან გავუშვი, უნდა დავიწყო ფიქრი, მაგრამ იმედი მაქვს სწორად გავაკეთებ ყველაფერს და ყველაფერი კარგად იქნება".
"ჩემთვის სასიამოვნოა "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნა. ატმოსფერო, გულშემატკივრები გასვლით შეხვედრებში, თამაშები-ეს ყველაფერი შესანიშნავია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი კლუბში დარჩენას იჯარის ვადის დასრულების შემდეგ, მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ სასარგებლო ვარ გუნდისთვის".