ნანი, საკმაოდ საკამათო ეპიზოდის მსხვერპლი გახდა, როდესაც მან "რეალთან" მატჩში წითელი ბარატი მიიღო. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ "იუნაიტედმა" წარმატებულად დაამთავროს შიდა ჩემპიონატი და ინგლისის თასიც:"მე დაუზოგავათ ვშრომობ და ველოდები იმ მომენტს, როდესაც მომეცემა შანსი მოედანზე გასვლისა. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. "რედინგთან" მატჩში, მე გოლი გავიტანე და მონაწილეობა მივიღე საგოლე კომბინაციაში. ეს ფანტასტიური საღამო იყო ჩემთვის."
"ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ჩემი დროც მოვიდა და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ მაქსიმალური წარმატება მოვუპოვო გუნდს. ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვიმყოფები, ფაქტობრივად პიკამდე ვარ მისული. შემდეგ შეხვედრებში, გულშემატკივრებს აუცილებლად გავაკვირვებ."
"მინდა დავუმტკიცო მწვრთნელს, რომ მას შეუძლია მენდოს და უფრო ხშირად გამომიშვას მოედანზე. მინდა წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში. ასე რომ, მე ვაგრძელებ ვარჯიშს და ველოდები მოედანზე გამოსასვლელ მომენტს."