დავიდ დე ხეამ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვებს უპასუხა "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მნიშვნელოვანი მატჩის წინ.
"შეძლებენ თუ არა ერიკ ტენ ჰააგი და მიკელ არტეტა"იუნაიტედსა" და არსენალს შორის მრავალწლიანი პირისპირების აღორძინებას? იმედი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინა დაპირისპირებების გახსენებაა,ჩვენ ვსაუბრობთ , ალბათ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელებზე, სერ ალექსზე და ვენგერზე. ეს ეპოქა განსხვავდებოდა ახლანდელისგან."
"ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე ახლა ნამდვილად მშვენიერ ფორმაშია. "არსენალი" კარგად თამაშობს, ასე რომ ეს დიდი დიდი მატჩი იქნება. სასიამოვნოა, იმის დანახვა, როგორ თამაშობს ორივე გუნდი ახლა, ისინი კარგ ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენ იქ გამარჯვებისთვის მივდივართ".
მატჩი "იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის 20:30 საათზე დაიწყება