ვუთ ვეგჰორსტის ტრანსფერი დიდი ალბათობით ერიკ ტემ ჰაგს ვერ შეაცვლევინებს იმ აზრს რომ გუნდს ზაფხულში ახალი ტოპ კლასის გრძელვადიან გეგმებზე გათვლილი თავდამსხმელი სჭირდება.
სამიზნე შერჩეულია და ფორვარდს "წითელი ეშმაკების" რადარზე ნომერ პირველის სტატუსიც უკავია. საქმე ეხება ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ფეხბურთელს.
ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ "ტოტენჰემ ჰოტსპურის" თავდამსხმელი ჰარი კეინი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება Daily Mail.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს ჰარი კეინის პოტენციური ტრანსფერის დეტალების შესწავლა. წყაროები ამბობენ, რომ თავდამსხმელი თანახმაა კარიერ "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს.
"ტოტენჰემი" თავის მხრივ იმედს არ კარგავს, რომ ჰარი კეინს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდება (მოქმედი 2024 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი).
თუმცა, სპურსს მცირე შანსი აქვს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებიან.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.