12 მატჩიანი წაუგებელი სერია, შესანიშნავი შედეგი რომლითაც მიკელ არტეტას გუნდი პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
ტრადიციულად ჟურნალისტების კითხვებს წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰაგმა გასცა.
"ცხადია, "არსენალი" ძალიან შთამბეჭდავ ფორმაშია და მათ შესანიშნავი დაუმარცხებელი სერია აქვთ.
ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ყოფნას. ეს ძალიან კარგი გუნდია.
მათ აქვთ სწორი მენტალიტეტი, მომგებიანი დამოკიდებულება, ამიტომაც ლიდერობენ ჩემპიონატში. მაგრამ ჩვენ ამას წერტილი უნდა დავუსვათ და ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად", - ციტირებს L’Équipe სპეციალისტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ "მეთოფეები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა. ლონდონურ კლუბს ძირითად კონკურენტებთან შედარებით 47 ქულა და 1 თამაში აქვს მარაგში დარჩენილი.
ხოლო რაც შეეხებათ "ოლდ ტრაფორდელებს", ისინი 39 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.