20 წლის შვედმა თავდამსხმელმა ენტონი ელანგამ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს კარიერა შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
სოციალური მედიის ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკების პროცესში იმყოფებიან.
სკანდინავიელი თავად დათანხმდა გერმანულ ტოპ კლუბში გადასვლას, საქმე ეხება დორტმუნდის "ბორუსიას". ელანგა მზადაა დროებით შეიცვალოს საკლუბო რეგისტრაცია, რათა სტაბილური სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.
ტრანსფერის სავარაუდო სახე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იქნება განსაზღვრული.
მიმდინარე სეზონში ენტონიმ პრემიერ ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.