გერმანიის ჩემპიონატიდან ტრანსფერის შემდეგ "ნისლიანი ალბიონი" ჯეიდონ სანჩოსთვის კომფორტული გარემო ნამდვილად ვერ აღმოჩნდა, ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატში ადაპტირება ვერ შეძლო და მცირე ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაეწყო.
სწორედ აღნიშნულის გამო ჯეიდონმა გადაწყვიტა შესაბამისი მკურნალობა გაევლო სპეციალისტთან, პრობლემები უკან დარჩა და "წითელი ეშმაკების" ერთ ერთი ავანსგაცემული მოთამაშე საქმეს დაუბრუნდა იუწყება - The Athletic.
შეგახსენებთ რომ 22 წლის ფეხბურთელს გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. ჯეიდონი ერიკ ტენ ჰაგის გუნდის რიგებს 2021 წელს, დორტმუნდის "ბორუსიადან" შეუერთდა.
2022/2023 წლების სეზონში ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სანჩოს კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" 2026 წლის შუა რიცხვებამდე აკავშირებს.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.