”მანჩესტერის” ლეგენდარული მცველი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ უეინ რუნის ისევ შეუძლია პროგრესირება როგორც ფეხბურთელს. გასულ პარასკევს ზუსტად 10 წელი შესრულდა იმის შემდეგ, რაც უეინ რუნიმ ”ლივერპულს” გაუტანა გოლი ”ევერტონის” შემადგენლობაში. ამის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდი ინგლისური ფეხბურთის იმედი გახდა.
”26 წლის ასაკში თქვენ ყველა იფიქრებთ, რომ საფეხბურთო კარიერაში კიდევ მრავალ წელს გაატარებთ. უეინ რუნი - ეს არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია პროგრესირება. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც თავის ნიჭს ძალიან კარგად იყენებს. ის ჰგავს ბიჭს, რომელიც ქუჩაში გაიზარდა. ის არის შრომის მოყვარული და არ ეშინია სხვა ფეხბურთელთან შეჯახებისა. ასაკი გაიძულებთ, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს თამაშში.
შეხედეთ რაიან გიგზს ან პოლ სქოულზს. ისინი ახალი სტილით თამაშობენ. მფრინავი ვინგერიდან გიგზი ცენტრალური ზონის ფეხბურთელად გადაიქცა. ადრე სქოულზი შეიძლება მეორე ფორვარდად მოგჩვენებოდათ. ახლა კი ის მხოლოდ ნახევარდაცვაში თამაშობს და შეუძლია მატჩის გაკონტროლება. ამიტომაც არის ადაპტირების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი.
უეინი ისევ ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ მან უნდა დაფიქრდეს პოზიციის შეცვლაზე, რადგანაც მას სურს, რომ კიდევ 10 წელი ითამაშოს” - ციტირებს ნევილს BBC Radio 5 Live