თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2023, 17:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1343,
კომენტარები: 5
ბრუნო: "ნუ გამოიყენებთ ჩემს სახელს მასზე თავდასასხმელად"
პორტუგალიელმა ჭორებს უპასუხა.
ბრუნო:
გუშინ გამართული დერბი მეტად ემოციური და სასიხარულო აღმოჩნდა ერიკ ტენ ჰაგის გუნდისა და მისი გულშემატკივრებისათვის.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხოსეპ გვარდიოლას "სიტი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ჩემპიონობისთვის რბოლაშიც ჩაერთო.

თამაშის შემდეგ "წითელი ეშმაკების" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა თანაგუნდელების და ზოგადად გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ფეხბურთელის თქმით გუნდი შეკრული და ერთიანი იყო ხოლო ამ სიტყვებს მოგვიანებით სხვა ინტერპრეტაცია მიეცა.

კერძოდ ბრუნოს აღნიშნულ განცხადებაზე მიაწერეს, რომ თითქოს ეს კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლას დაუკავშრა. ამ მოსაზრებებს კი პორტუგალიელი თავად გამოეხმაურა.

"ნუ გამოიყენებთ ჩემს სახელსა და სიტყვებს რონალდუზე თავდასასხმელად. კრიშტიანუ ჩვენი გუნდის ნაწილი იყო სეზონის პირველ ნახევარში და ყველა გაოცებული იყო მისი აქ ყოფნით", - წერს ფერნანდეში სოციალურ ქსელში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს 18 იანვარს სტუმრად "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართავს.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
15 იანვარი 2023 17:48
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
რონალდუს გარემოება იყო ის რაც ტენ ჰაგს უფრო გაუადვილა გასახდელში სიტუაციის კონტროლი, მისი სკამზე დასმით და კრიშტიანუს მიმართ გატარებული ღონისძიებებით ყველამ დაინახა თუ ვინ წარმართავდა კლუბში წესებს და ეს არის ტენ ჰაგი, სპეკულაციები თემაზე სულ იქნება ჩასაფრებული ტურები სულ იყბედებენ თითოეულ სიტყვაზე რომ თითქოს რონალდუს დაუკავშირონ თითოეული ნათქვამი სიტყვა ერთიანობაზე მაგრამ ეს არაფერი მიწყნარდება ყველაფერი ნელნელა და ეს ყველაფერიც დავიწყებას მიეცემა, რონალდუ უკვე წარსულია გუნდის დიდი და საპატიო წარსული.
3
№2
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2023 08:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
faqtia erikma gaaketa is rasac bevri ver gabedavda tundac rangniki gavixsenot vilastan ro shecvala 2 saati uxdida bodishebs
0
№3
ავტორი: ManchesterU
16 იანვარი 2023 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
კაზემირო და ვარანს რო ვუყურებ საერთოდ არ მიკვირს რატო აიღო რეალმა 5 ლიგა, არადა თავიდან ვიძახდით რათ გვინდა უმოტივაციო ხალხის მოყვანა კლუბში ტიპებს ყველაფერი აქვთ მოგებულიო და შეხედეთ უბრალოდ რას თამაშობენ რა სული და გულით... ესაა პროფესიონალიზმიი რაა.
1
№4
ავტორი: Old Red Devil
18 იანვარი 2023 08:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
პრესამ ნათქვამი თუ გადააკეთა ისე შემოსავალი არ ექნება
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2023 15:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ბრუნო სხვას ვერც ვერაფერს იტყოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top