პრემიერ ლიგის მეოცე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩვეული "ქამბექით" მეორეადგილოსან "სიტის" სძლია და ჩემპიონობისთვის რბოლაში ჩაერთო.
აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა რითაც პრწმიერ ლიგაში პირადი რეკორდიც დაამყარა.
კონკრეტულად მარკუსის პრემიერ ლიგის ეგიდით გატანილი 67 გოლიდან 27 გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, რაც მთლიანი რაოდენობის 40,3 პროცენტს შეადგენს.
ამ პარამეტრის მიხედვით ინგლისელი ლიდერობს ყველა იმ მოთამაშეთა შორის, ვინც პრემიერ ლიგაში ითამაშა და მინიმუმ 50 გოლის გატანა შეძლო.
ინგლისის ჩემპიონატის პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. ეს მეშვიდე ტურის გადადებული მატჩი იქნება, ის 18 აგვისტოს გაიმართება.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.