თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2023, 09:11
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 880,
კომენტარები: 2
მინიშნება ტრანსფერზე
ვეგჰორსტმა სავარჯიშო სესია გამოტოვა.
მინიშნება ტრანსფერზე
თურქული "ბეშიქთაშის" ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა ვუთ ვეგჰორსტმა გუშინ გამართული, გუნდის სავარჯიშო სესია გამოტოვა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ვეგჰორსტი ბოლო დროს აქტიურად ასოცირდება "მანჩესტერ იუნაიტედში" სეზონის ბოლომდე იჯარით გადასვლასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჰოლანდიელი "ბეშიქთაშშიც" იჯარის წესით ასპარეზობს.

თურქული კლუბი მის გასაშვებად ერთგვარ კომპენსაციას ითხოვს.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარნლის" ეკუთვნის, რომელსაც თავდამსხმელი ერთი წლის წინ შეუერთდა. თურქულ ჩემპიონატში ფორვარდმა 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მან ასევე თავი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიჩინა ორი გოლითარგენტინის ნაკრების კარში ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე.
ჭორები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2023 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
gvchirdeba es transferi aucileblad !!
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2023 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იჯარით კარგი ვარიანტია, ზამთარში და ამ სიტუაციაში რთული იქნებოდა ტოპ ტრანსფერის შესრულება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top