"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "ჩარლტონის" დამარცხების შემდეგ ტრადიციულად ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 3-0 დასრულდა.
ანგარიში ენტონიმ 21-ე წუთზე გახსნა, შეხვედრის ბოლოს კი ორჯერ მარკუს რაშფორდმა გამოიჩინა თავი, რომელიც მეორე ტაიმში სათადარიგო ცვლილებიდან შეუერთდა მატჩს.
"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი დღევანდელი თამაშით. გუნდი სწორი შემართებით და უკიდურესი კონცენტრაციით მოქმედებდა, ჩვენ მოვახერხეთ მეტოქის კართან ახლოს ყოფნა და ბევრი საგოლე მომენტის შექმნა.
კმაყოფილები ვართ, მაგრამ ნახევარფინალში გასვლა ეს არაფერია არაფერია. ჩვენთვის მხოლოდ ტურნირის მოგებაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა Sky- სთან ინტერვიუში.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.