"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა საკუთარი შემადგენლობის შეტევის ხაზის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა.
სპეციალისტმა აღიარა, რომ კლუბი ახალ თავდამსხმელს ეძებს, რადგან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის გამო პოზიცია ვაკანტური დარჩა.
თუმცა, მენეჯერის თქმით, იანვარში გარიგების დადება ადვილი არ იქნება.
"სტრაიკერები" ყოველთვის მაღალი ფასის მატარებლები არიან, განსაკუთრებით ზამთარში.
წინ ძალიან რთული ამოცანა გვაქვს. შეიძლება დაგჭირდეთ კრეატიულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია", - ციტირებს ჟურნალისტი საიმონ სტოუნი ჰოლანდიელის სიტყვებს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.