კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" თავდამსხმელს აქტიურად ეძებს.
პარალელურად პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ "წითელი ეშმაკები" იანვარში თავდასხმის ხაზში მოთამაშის დაქირავებას და არა ყიდვას შეეცდებიან.
ESPN-ის მიერ გავრცელებული ცნობით, ინგლისური გრანდი ალვარო მორატას იჯარით აყვანას განიხილავს. ესპანელი თავდამსხმელი ამჟამად მადრიდის "ატლეტიკოში" ასპარეზობს.
ავტორიტეტული პორტალი transfermarkt-ის ექსპერტები თავდამსხმელს 25 მილიონ ევროდ აფასებენ.
ნოემბერ-დეკემბერში ალვარო მორატამ ესპანეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა სადაც პირად აქტივში 4 თამაშიდან 3 გოლი ჩაიწერა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.