"ნოტინჰემ ფორესტის" დამარცხების შემდეგ ტრადიციულად ერიკ ტენ ჰაა ჟურნალისტებისთვისაც გამონახა დრო, აღსანიშნავია რომ სპეციალისტმა განსაკუთრებით კაზემიროს ასპარეზობა გამოყო აღნიშნულ მატჩში თუ ზოგადად.
"ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელები აგრძელებენ გაუმჯობესებას. ბევრი მათგანი მუნდიალზე კარგად გამოიყურებოდა ხოლო დაბრუნების შემდეგაც იგივე სულისკვეთებით განაგრძეს ეს ყველაფერი.
ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ყველაფერი ვერ გავაცნობიერეთ, რაც შეგვეძლო. გუნდს მეტის გატანა შეეძლო, მოწინააღმდეგის კარებთან უფრო მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ.
კაზემიროსთან მუშაობა სასიამოვნოა, ყველა ხედავს, რამდენად სასარგებლოა ის გუნდისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი", – განაცხადა ჰოლანდიელმა მესაჭემ Amazon- თან ინტერვიუში.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.