პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა "ნოტინჰემ ფორესტი" დამაჯერებლად ანგარიშით 3-0 სძლიეს და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ქულებიც ჩაიწერეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტი გუნდის ცენტრალური დაცვის ხაზის ლიდერმა რაფა ვარანმა გამოაქვეყნა.
"ჩვენ საქმეში ვართ. სასიამოვნოა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება", - წერს ფრანგი ფეხბურთელი.
15 ტურის შემდეგ, "წითელმა ეშმაკებმა" 29 ქულა დააგროვეს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
სატურნირო ცხრილის ლიდერ "არსენალთან" ჩამორჩენა 11 ქულას შეადგენს.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.