კრიშტიანუ რონალდუს კლუბიდან წასვლის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობა ახალ თავდამსხმელს საჭიროებს, შესაბამისი სამსახურები მოქმედებაში არიან სამიზნე შერჩეულია და ის იტალიაში ასპარეზობს.
შეგახსნებთ, რომ 37 წლის ფორვარდმა ჟურნალისტ პიერს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხელმძღვანელობა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გააკრიტიკა.
"წითელმა ეშმაკებმა" არ მოითმინეს ფეხბურთელის ასეთი საქციელი და მასთან კონტრაქტი უმალვე გაწყვიტეს.
სპორტულ საინფორმაციო წყაროებს თუ მივენდობით კრიშტიანუს ადგილის მთავარ კანდიდატად ჰოლანდიელი თავდამსხმელი კოდი გაკპო ითვლებოდა.
თუმცა, 23 წლის გაკპო არათუ "ოლდ ტრაფორდზე" არამედ "ენფილდზე" აღმოჩნდა, ნიდერლანდელი ოფიციალურად "ლივერპულში" იასპარეზებს
ამის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა ყურადღება რა თქმა უნდა სხვა თავდამსხმელზე გადაიტანა. ინგლისური გრანდი იანვარში "ნაპოლის" თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის შეძენას შეეცდება.
ნიგერიელმა მიმდინარე სეზონში იტალიური კლუბის შემადგენლობაში 14 მატჩში ათი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა, თავდამსხმელი ტოპ გუნდების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.