"მანჩესტერ იუნაიტედსა" და დავიდ დე ხეას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, იუწყება ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო
წყაროს ცნობით, მხარეები ორ-სამ წლიან ხელშეკრულებას ხელფასის შემცირებით სავარაუდოდ სულ მალე ოფიციალურად გაასაჯაროებენ.
შეგახსენებთ, რომ დე ხეა "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში 32 წლის ესპანელმა 20 მატჩი ჩაატარა, მათში 23 გოლი გაუშვა და ცხრაჯერ შეინარჩუნა კარი მშრალად.
პრემიერ ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 14 მატჩის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 26 ქულით მეხუთე ადგილზეა.
დღეს, 27 დეკემბერს თბილისის დროით 23:59 სთ-ზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნოტინჰემ ფორესტს" დაუპირისპირდება, შეხვედრა პრემიერ ლიგის ეგიდით გაიმართება.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.