ერთდროულად ოთხ ფეხბურთელთან კლუბმა ახალი კონტრაქტები ოფიციალურად გაახანგრძლივა.
"წითელმა ეშმაკებმა" გაააქტიურეს ხელშეკრულების ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი: მცველებთან დიოგო დალოსთან, ლუკ შოუსთან, ნახევარმცველ ფრედთან და ფორვარდ მარკუს რაშფორდთან.
"მე შემიძლია დავადასტურო, რომ კონტრაქტები გახანგრძლივდა. ბედნიერები ვართ, რადგან გუნდი სწორი მიმართულებით მიდის და ამ ფეხბურთელებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს წარმატებაში", - იუწყება "მანჩესტერელთა" პრეს-სამსახური მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის სიტყვებს.
15 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. ტენ ჰაგის შეგირდები მომდევნო მატჩს "ნოტინჰემ ფორესტის" წინააღმდეგ 27 დეკემბერს გამართავენ.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.