ბრიტანელმა ჟურნალისტმა გარი პალისტერმა "ტოტენჰემის" თავდამსხმელს ჰარი კეინს მოუწოდა, რომ მომავალ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ინგლისელს "სპურსთან" კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი დარჩება.
"ინდივიდუალური ოსტატობის თვალსაზრისით, კეინი იმსახურებს ყველაზე პრესტიჟული ტიტულების მოგებას.
მომავალ ზაფხულს მას კვლავ მოუწევს კარიერის მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება. ვფიქრობ, ჰარი შესანიშნავი იქნება მანჩესტერ იუნაიტედისთვის", - ციტირებს პალისტერის სიტყვებს United Stand.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნიც" ეცდება კეინის დამატებას, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ იპოვა რობერტ ლევანდოვსკის ღირსეული შემცვლელი.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.