ჟურნალისტ საიმონ მალოხის მიერ გავრცელებული ცნობით, "პსვ ეინდჰოვენის" ამომავალ ვარსკვლავს კოდი გაკპოს სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი მალევე დაიხუროს. იგულისხმება არათუ ზახულის სატრანსფერო ფანჯარა არამედ იანვრის.
ნიდერლანდული მხარე მზადაა მოლაპარაკებები გამართოს თუ "ოლდ ტრაფორდელები" მათ ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებენ. "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისმხრივ დარწმუნებულია, რომ შეუძლია თავდამსხმელის შეძენა ამ ზამთარში.
გაკპო, კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, კოდიმ პირადი აქტივი სამი გოლით დაამშვენა.
ნარინჯისფერები ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ, ვან გაალის შეგირდები პენალტების სერიაში არგენტინის ნაკრებთან დამარცხდნენ.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.