მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადი გახდა ლისაბონის ბენფიკას და არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდესი კატარის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად იქნა აღიარებული.
ინსაიდერის ბრუნო ანდრადეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ნახევარმცველის გაფორმების მთავარ პრეტენდენტებად "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიაზრება.
ამასთან, როგორც ჟურნალისტი ირწმუნება, "წითელი ეშმაკები" ამ დავაში მერსისაიდელებს მნიშვნელოვნად უსწრებენ და სამხრეთამერიკელისთვის ბრძოლაში ფავორიტებად არიან აღიარებულნი.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოლდ ტრაფორდელების" ხელმძღვანელობა მზადაა ენცოსთვის 120 მილიონი ევრო გადაიხადოს, ის თანხა რასაც "ბენფიკა" ითხოვს ფეხბურთელის სანაცვლოდ.
მიმდინარე სეზონში ფერნანდესმა პორტუგალიური კლუბის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.