"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი აარონ ვან-ბისაკა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კლუბს დატოვებს, როგორც ჩანს ფეხბურთელი ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის.
25 წლის უკანახაზელი დიდი ხანია სათადარიგო სკამის წევრად იქცა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ინგლისელი იჯარით გადასულიყო სხვა რომელიმე კლუბში, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელის გაყიდვა ამჯობინეს.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, კლუბი აქტიურად ეძებს გზას, რათა ტრანსფერი შედგეს და ვან-ბისაკამ კლუბი დატოვოს.
მცველის მიმართ ინტერესს "ვესტ ჰემი", "ვულვერჰემპტონი" და "კრისტალ პალასი" იჩენენ.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.