შემტევი ნახევარმცველი ალეხანდრო გარნაჩო - ფეხბურთელი რომელიც ევროპული ტოპ კლუბების აქტიურო სამიზნე გახდა.
პრესის ფურცლები აქამდე მადრიდის "რეალის" სახელით აჭრელდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხოლო დღეს ჟურნალისტი საიმონ ფილიპსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვას დაუკავშირდნენ, რათა გაეგოთ მისი სამომავლო გეგმები.
თუმცა ლონდონელთა ხელმძღვანელობას განუცხადეს, რომ არგენტინელის პრიორიტეტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გაგრძელებაა.
შეგახსენებთ, რომ გარნაჩოს მოქმედი კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" სეზონის ბოლოს მთავრდება. თუ ალეხანდრო თანამშრომლობას ვერ გააგრძელებს, მისი სურვილი სხვა რომელიმე ჩემპიონატში ასპარეზობა იქნება და არა პრემიერ ლიგა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გარნაჩომ პრემიერ ლიგაში ერთი გოლი გაიტანა
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.