"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი კვლავ აქტიურად იმყოფება "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ერიკ ტენ ჰაგის პირად რადარზე.
ინგლისური გიგანტი გასულ ზაფხულსაც ცდილობდა ჰოლანდიელის კონტრაქტის შესყიდვას, თუმცა რიგი მიზეზებისდა გამო გარიგება არ შედგა.
Manchester Evening News-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დარწმუნებულია, რომ დე იონგი თავის გუნდს შემოქმედებით ნახევარდაცვას შემატებს.
ასევე ვარაუდობენ, რომ თავად ფეხბურთელი, მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, რომ "ბარსელონაში" დარჩენის სურვილი აქვს, მზადაა ისევ გაერთიანდეს თავის ყოფილ მენტორთან.
თუმცა, ფრენკი დე იონგი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი ნახევარმცველი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" უთვალთვალებს: კლუბი ასევე აპირებს ჯუდ ბელინგემისთვის შეთავაზების მომზადებას, ინგლისელი დორტმუნდის "ბორუსიაში" ასპარეზობს.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.