"მანჩესტერ იუნაიტედი" ჰოლანდიელ თავდამსხმელ კოდი გაკპოსთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
ჭორები იმის შესახებ, რომ ინგლისური გრანდი "პსვ"- ს ვარსკვლავის იანვარში გადაბირებას ეცდებოდა, დიდი ხანია გავრცელდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 23 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ასევე დასახელდნენ "ლივერპული", "არსენალი", მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი".
ჟურნალისტ საიმონ ჯონსის თქმით, "წითელმა ეშმაკებმა" უკვე დაასახელეს გაკპო, როგორც იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პრიორიტეტული სამიზნე.
მთავარი კითხვაა არის თუ არა კლუბი მზად, დააკმაყოფილოს "პსვ"- ს მოთხოვნები, რომელიც თავდამსხმელის გაყიდვიდან სოლიდური თანხის გამომუშავებას ელის.
კოდი გაკპომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ხუთ მატჩში სამი გოლი გაიტანა.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.