"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ენტონი მარსიალის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.
"მარსიალს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს. მახსოვს, როგორ გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში" და პირველივე მატჩში "ლივერპულს გაუტანა". ენტონიმ ეს განსაკუთრებული გზით გააკეთა", - ციტირებს შვაინშტაიგერის სიტყვებს "მანკუნიანელების" ოფიციალური ვებ-საიტი.
2015 წლის ზაფხულში მარსიალი "მონაკო"- დან "მანჩესტერ იუნაიტედში" 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ენტონიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი ესპანურ "სევილიაში" გაატარა.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.