"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა მოამზადოს ნებისმიერი შეთავაზება, რომელსაც მადრიდის "ატლეტიკო" მიიღებს თავდამსხმელის ჟოაო ფელიქსის სანაცვლოდ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნიზარ კინსელა იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ფელიქსი "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
გუნდის მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ჟოაოს, კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად განიხილავს, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია ორი ლონდონური კლუბი "არსენალი" და "ჩელსი".
ფელიქსი, მადრიდის "ატლეტიკოს" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. 2019 წლის ზაფხულში მადრიდელებმა მის სანაცვლოდ "ბენფიკას" 120 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.