"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები მარკუს რაშფორდი და დიოგო დალო "წითელ ეშმაკებს" უფასოდ ნამდვილად არ დატოვებენ. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო დანამდვილებით იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ამიტომ, იმისათვის, რომ დალო და რაშფორდი უსასყიდლოდ არ დაკარგონ, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობას მოუწევს ან გაახანგრძლივოს მათთან ხელშეკრულებები, ან გაყიდონ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის რაშფორდის მიმართ, რომლის სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ინტერესს "ბარსელონა", "პსჟ" და მადრიდის "რეალი" იჩენენ.
რაც შეეხება დალოს, მას ასევე შეუძლია კარიერის გაგრძელება ერთ-ერთ ესპანურ გიგანტში. პორტუგალიელს პორტალი Transfermarkt 32 მილიონ ევროდ აფასებს.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.