"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი კრიტიკოსებს პასუხობს. ფეხბურთელი თვლის, რომ ის არ არის ერთადერთი რომელსაც კარიერულ მომენტებში რეცესია ჰქონდა.
"გასული წელი რთული იყო. ისე კარგად არ ვთამაშობდი, როგორც წინა ხუთ წელიწადში.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს არ ჰქონიათ წარუმატებლობა კარიერაში", - განაცხადა მაგუაირმა, რომლის სიტყვებს პორტალი Goal ციტირებს.
ჰარი მაგუაირი ამჟამად ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ეხმარება, გუნდი საფრანგეთთან მეოთხედფინალური ბრძოლისთვის ემზადება, რომელიც შაბათს გაიმართება.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.