მადრიდის "რეალი" ინგლისურ გიგანტთან "მანჩესტერ იუნაიტედთან" კიდევ ერთხელ ეცდება საქმიანი გარიგება აწარმოოს.
საქმე ეხება ინგლისელთა არგენტინელ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს ალეხანდრო გარნაჩოს, ესპანელებს თავდამსხმელის დამატება სურთ.
Relevo-ს ცნობით, "წითელი ეშმაკები" პერესოს კლუბს პასუხს ამ ფორმით გასცემენ კერძოდ ისინი არგენტინელი ფეხბურთელისთვის ახალ კონტრაქტს მოამზადებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, რომ 18 წლის ტალანტმა კლუბთან ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმოს, იტყობინება წყარო.
ალეხანდროს მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან ამ ზაფხულს ეწურება. ამ ფაქტიდან გამომდინარე, მადრიდის "რეალს" სურს ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმოს.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.