6-12-2022, 21:38
ნანახია: 1489,
კომენტარები: 4
თავდამსხმელის გარდა კიდევ ერთი შესაძლო ტრანსფერი
ტენ ჰაგი აღნიშნულ პოზიციას გააძლიერებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ეძებს ახალ მარჯვენა მცველს. ზამთარში კლუბი აარონ ვან-ბისაკას იჯარით გაშვებას განიხილავს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, "წითელ ეშმაკებს" რადარზე ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჰყავს აყვანილი.
პირველი კანდიდატი დენზელ დუმფრისია მილანის "ინტერი"- დან, ხოლო მეორე კი ჯერემი ფრიმპონგი ლევერკუზენის "ბაიერი" -დან.
"აფთიაქარების" მცველი თანახმაა კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს. ფრიმპონგი 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ ამავდროულად დუმფრისი და ფრიმპონგი ლონდონის "ჩელსის" ინტერესსაც იწვევენ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.