"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალში" არ გადავა და ის ინგლისურ გრანდში დიდხანს დარჩება.
ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციოთ ჭორებს პორტუგალიელის მიმართ "სამეფო კლუბის" ინტერესის შესახებ.
მადრიდის "რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე მომავალი ზაფხულისთვის დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემია, როგორც ეს უკვე არაერთხელ გავრცელდა.
ფერნანდეში მხოლოდ ერთ-ერთი ალტერნატივაა იმ შემთხვევაში, თუ ესპანელებმა ინგლისელი ტალანტის გადაბირება ვერ შეძლეს.
ბრუნოს ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ამ მუნდიალზე უკვე ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ირიცხება, ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.