ნიდერლანდებისა და "პსვ"_ს ცენტრფორვარდი კოდი გაკპო მრავალი ევროპული გიგანტის რადარშია მოხვედრილი.
ცნობილი ინსაიდერის ნიკოლო სკირის კიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაკპოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე დაიწყო.
ინგლისური გიგანტი ნიდერლანდელებს უკვე დაუკავშირდა და დისკუსია შემდგარია.
სავარაუდოა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა თავდამსხმელს შესთავაზოს კონტრაქტი 2026/2027 წლების სეზონის ბოლომდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.
შეგახსენებთ, რომ გაკპომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების სამი მატჩიდან თითოეულში შეძლო გოლის გატანა.
Transfermarkt-ის ექსპერტები 23 წლის კოდი გაკპოს 45 მილიონ ევროდ აფასებენ.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.